Friday, July 11, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელი-„ჩემი სოფელი“



პროექტის აღწერა- მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს საკუთარი სოფლის შესახებ, მის წარმოშობას, სახელთან დაკავშირებულ ცნობებს, მოგვაწოდებენ ინფორმაციას სოფლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, გამიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას. მოსახლეობასთან გასაუბრებით კი მოიძიებენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს, რეალურ ფაქტებს ასახავენ ფოტოებზე . შეადგენენ რუკებს, გეგმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები თავიანთ სოფელზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ასევე ლექსები. შეგროვებული მონაცემების მიხედვით ქმნიან ფოტო ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.



პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ახალ ცოდნას სოფლის შესახებ, შექმნან და მოაწყონ პრეზენტაციები, შექმნან ბუკლეტი, შეაგროვონ ხალხში შემორჩენილი ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, მონახონ ისტორიული ძეგლები, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ. რამდენად შეიცვალა ეს სოფელი დაარსებიდან დღემდე, რა და რა გვარებია გავრცელებული, რამდენად ძველია მათი გვარის ისტორია.

მონაწილეთა ასაკი- 10 დან-17 წლამდე (5-12 კლასები)

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ნახატების შესრულება, ფოტოალბომების შექმნა, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა...

მოსალოდნელი შედეგები_ ბავშვებმა შიძლება გააკეთონ ალბომი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების,დამატებითი ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის , ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის უნარ ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთ თანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, გაეცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას.



ვადები /ხანგძლივობა- 2 თვე

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიკრო-ავტობუსი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ფორმატები, ცარცი, პასტელები, სახაზავი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)  -

აქტივობა 1 - თემის შერჩევა - მოსწავლეებს  შევთავაზე  რამდენიმე თემა მათ კი შეარჩიეს  „ჩემი სოფელი“.

აქტივობა 2 - ჯგუფის ჩამოყალიბება - ჯგუფის ჩამოყალიბება მოხდა  მასწავლებლის  მიერ, მოსწავლეებს მივეცი საკითხები, რომელიც უნდა მოემზადებინათ.

აქტივობა 3 - პრეზენტაცია - მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაცია გააცვნეს მოწვეულ სტუმრებს და გააკეთეს პრეზენტაცია.

სასარგებლო სხვებისთვის- გაეცნობიან სხვა და სხვა სოფლის ყოფას,მის წარსულსა და აწმყოზე შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ფოტო გამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას. იმდიდრებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს; ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თანატოლებს თავის პროექტს.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია- გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი სოფლის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შედგენილი ცხრილების, რუკების, სახით აწარმოებენ წარმოდგენილ ინფორმაციის განმარტებას.

გეოგრაფია- გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას.

ლიტერატურა- შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს:ლექსების, 
ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.

ხელოვნება- გააკეთებენ ალბომს, დახატავენ, გამიკვლევენ სოფელში არსებული არქიტექტურული ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობასა და ასაკს.

რელიგია- შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს, ადათ-წესებს.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)- სოფიო ლომთათიძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  S.LOMTATIDZE1985@GMAIL.COM